მარნეულს შვეიცარიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
16 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
16 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
შვეიცარიის სახელმწიფო დელეგაციას, მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში უმასპინძლა, სადაც მხარეებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
დელეგაციის წევრები, მარნეულში ადგილზე გაეცნენ შვეიცარიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ განხორციელებული პროექტის, მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“-ს საქმიანობას.
მერმა თემურ აბაზოვმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გაამახვილა „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროექტებისთვის, შვეიცარიის მხარის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში.