საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
19 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს დეპუტატები სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლასა და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მარნეულის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ ქარამოვი, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ორივე ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ტკბილეულის სუფრებით და კონცერტით აღინიშნა, რომლის ფარგლებში სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ლექსებით, სიმღერებით და ტრადიცული ცეკვებით წარსდგნენ.
ღონისძიებების შემდეგ, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დამსწრეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
დღესასწაული, რომელიც 17 მარტიდან იწყება და თვის ბოლომდე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.
მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.