საინფორმაციო შეხვედრა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით
საინფორმაციო შეხვედრა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზშო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზშო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე და მრავალეროვანი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის თანათავმჯდომარე ალექსანდრა კალატოზიშვილი უძღვებოდნენ ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერიისა და საკრებულოს ხელმძრვანელი პირები და თანამშროლები, სკოლის პედაგოგები და სხვა დაინტერესბული პირები. შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომელიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.