სიახლეები

შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან

30 მარ, 2018

30 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო  ბიბლიოთეკაში მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

30 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო  ბიბლიოთეკაში მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, კულტურის ცენტრისა და მერიის თანამშრომლები. ასევე, თემით დაინტერესბული პირები.
შეხვედრის ძირითად  თემას „კულტურა, ქვეყნის მდგრადი განვითარების წარმმართველი და ხელშემწყობი ფაქტორი“  წარმოადგენდა.  სამინისტროს წარმომადგენლებმა,  დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია  სამინისტროს პოლიტიკაზე რეგიონებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომ სერვისებზე, რომელიც გულისხმობს   კონკურსებსა და  კულტურულ მარშრუტებს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა   კულტურის სტრატეგიის განხორციელების რეგიონული სამოქმედო გეგმების შემუშავების აუცილებლობასა და პრინციპებზე  და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.
„დღევანდელი შეხვედრა იყო საინტერესო, სასარგებლო  და მნიშვნელოვანი. ვიმსჯელეთ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე. სამინიტროს წარმომადგენლება დეტალურად და ამომწურავად მოგვაწოდეს ინფორმაცია  კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ვფიქრობ სამომვალოდაც  აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო  თანამშრომლობას.
მოგეხსენებათ, მარნეული კულტურის მრვალფეროვნების თვალსაზრისით გამოირჩევა, ამიტომ  მნიშვნელოვად მიმაჩნია, ხელი შევუწყო  კულტურის სფეროს განვითარებას  და კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.“–განაცხადა თემურ აბაზოვმა.
შეხვედრას უძღვებოდნენ  პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ კურატორი ალექსანდრე გრიგალაშვილი, სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ელინა გედენიძე და ნინო ახალაია.

სხვა სიახლეები