სიახლეები

თბილისში საქართველოს აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენა მოეწყო

23 მარ, 2018

22 მარტს, ქალაქ თბილისის ლიტერატურის მუზეუმში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ააიპ "განათლების ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოს აზერბაიჯანელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით - „პალიტრა ინტეგრაცია“ გაიხსნა.

გამოფენაზე მარნეულელი და გარდაბნელი მხატვრების ალი ალიევის, რიზვან ისმაილოვის, აზერ მუსაოღლის და რასიმ ჰასანოვის ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნიის, მარნეულისა და გარდაბნის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტარები, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები