სიახლეები

სამუშაო შეხვედრა - რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე

04 აპრ, 2018

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ს წარმომადგენლები, მუსლიმი თემის წევრები და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები იღებდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის აქტუალური საკითხები.

ქვეყნის მასშტაბით, რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან იმართება, TDI-ის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.

აღნიშნულ პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა სიახლეები