საინფორმაციო შეხვედრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და თემით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მონაწილეებს აზიური ფაროსანას და მისი კონტროლის საშუალებებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე, განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებები. კერძოდ, დამჭერ ფერომონის, პესტიციდის და სხვათა შესახებ, რომლებიც მავნებელ მწერთან ბრძოლის წინააღმდეგ უნდა იქნეს გამოყენებული.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა, თემასთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
საინფორმაციო კამპანიები საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო სხვადასხვა აქტივობას ახორცილებს, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.