სიახლეები

მარნეულში 9 აპრილის ტრაგედიის გმირებს პატივი მიაგეს

09 აპრ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, სოფელ წერეთელში, თამარისსა და ალგეთში, 9 აპრილის მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ნავერიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა თამაზ ნავერიანმა, რუსლან გაჯიევმა და მახირ დარზიევმა.

დღევანდელ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, გამთენიისას პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

სხვა სიახლეები