სიახლეები

საჯარო სკოლებში ქართული ენის დღის აღნიშვნა დაიწყო

12 აპრ, 2018

12 აპრილს, ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში,  ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის დავით  აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმმა,  ქართული ენისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა და ამით კვირეული  დაასრულა.

12 აპრილს, ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში,  ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის დავით  აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმმა,  ქართული ენისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა და ამით კვირეული  დაასრულა. ღონისძიებში, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო,  მონაწილეობდნენ  ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე  ქართული სიმღერებით, ცეკვებითა  და ლექსებით  წარსდგნენ.  
დღევანდელ  ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

სხვა სიახლეები