სოფელ აზიზკენდში ქართული ენის დღე აღინიშნა
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაში, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო, მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ქართული სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და საკრებულოს დეპუტატები.
„მშობლიური ენის ცნობიერი სიყვარული სკოლის მერხიდან იწყება. თქვენ განსაკუთრებულები ხართ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნის წინაშე, რომ საუბრობდეთ სახელმწიფო ენაზე და ამასთან შეინარჩუნოთ ის ენა, რომელიც ბავშვობიდან გესმით ეს იქნება აზერბაიჯანული, სომხური თუ სხვა.
ქართული ენა–ჩვენი სახელმწიფო ენაა, რომელიც თქვენი წარმატების ერთ–ერთი გზაა. ამიტომ მოგიწოდებთ არასოდეს შეწყვიტოთ ქართული ენის შესწავლა. სახელმწიფო ენის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო მეტად ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყოთ აქტიური მოქალქეები, დაძლიოთ ენობრივი ბარიერი, მიიღოთ თქვენს ქვეყანაში ხარისხიანი განათლება, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოთ. მიხარია, რომ თითოეული თქვენგანი ასე წარმატებით ეუფლებით სახელმწიფო ენას და აცნობიერებს მის მნიშვნელობას!
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ქართული ენის დღესასწაული და გისურვოთ წარმატებები, “–განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტი მერმა თემურ აბაზოვმა.