სიახლეები

ნატო-ს დღეების ფარგლებში ვიცე-პრემიერი მარნეულს ესტუმრა

17 აპრ, 2018

17 აპრილს, ნატოს დღეების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრა. 

17 აპრილს, ნატოს დღეების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრა. 

ვიზიტის ფარგლებში,  მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების,  მედიის წარმომადგენლებთან და  თემით დაინტერესებულ პირებთან,  მერიის  საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო  შეხვედრა  გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა.  გამომსვლელების შემდგომ შეხვედრა,  კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი.

წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

სხვა სიახლეები