სიახლეები

შეხვედრა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

29 მარ, 2018

28 მარტს, ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს პარლამენტმა საჯარო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანია ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე და ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე მედიის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები