სიახლეები

შეხვედრა CENN წარმომადგენლებთან

29 მარ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ორგანიზაციის მხრიდან წამოწყებული პროექტის იდეის გაცნობა და თანამშრომლობის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“.

პროექტის პარტნიორები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ქალი და სამყარო“. პროექტის სამიზნე რეგიონებია ქვემო ქართლი და კახეთი, კერძოდ კი ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრვალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირების, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, WASH (წყლის,სანიტარიისა და ჰიგიენის) სტანდარტების დამკვიდრების და ადგილობრივ მოსახლეობისა და სხვა დაინტერესბული მხარეების ცნობიერების ამღლების გზით და ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური ქცევითი სტანდარტები სფეროში. ასევე, ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილების მოთხოვნისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ WASH მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებს, საბავშვო–ბაღებს და სხვადასხვა თემს მოიცავს. პროექტის ფარგლებში სამიზნე სკოლის მოსწავლეებს, თემის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ასევე მოხდება სხვდასხვა სკოლაში პრობლემების იდენტიფიცირება, ამ თუ იმ პროექტის განსახორციელბლად აქტიურ მოქალაქეებზე გაიცემა გრანტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ერთ–ერთი შერჩეული სკოლის ინფრასტრუქტურა.

პროექტის განხორციელება, მუნიციპალიტეტის მერმა მნიშვნელოვნად საჭიროდ და დროულად შეაფასა და მის განხორცილებაში ორგანიზაციის წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სხვა სიახლეები