მარნეულში მოქალაქეებს ტრანსპორტი 20:00 საათამდე მოემსახურებათ
სასიამოვნო სიახლე ქალაქ მარნეულში მცხოვრებთათვის!
მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დაქვემდებარებაში არსებული სამი- №3 ავტობუსი,(HIGER BUS, KLQ6770G) რომელიც ყიზილაჯლო – რკინიგზის გადასასვლელის მიმართულებით მოძრაობს, მოქალქეებს 20:00 საათამდე მოემსახურბათ.
სასიამოვნო სიახლე ქალაქ მარნეულში მცხოვრებთათვის!
მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დაქვემდებარებაში არსებული სამი- №3 ავტობუსი,(HIGER BUS, KLQ6770G) რომელიც ყიზილაჯლო – რკინიგზის გადასასვლელის მიმართულებით მოძრაობს, მოქალქეებს 20:00 საათამდე მოემსახურბათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვის გადაწყვეტილებით, საწყის ეტაპზე ტრანსპორტის მომსახურების გრაფიკის ზრდა მხოლოდ ქალაქ მარნეულს შეეხება, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა მარშრუტების დროის გაზრდაც.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანასა და სატრანსპორტო მომსახურების სერვისს აწვდიან როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კომპანიები. მარნეულის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 72 სოფელში ხდება სატრანსპორტო გადაზიდვებით უზრუნველყოფა.
აქედან, ქალაქ მარნეულსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 14 სოფელს ემსახურება შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“, მათ შორის სოფელ ხიხანს, სადაც მგზავრთა გადაყვანის სერვისი კომპანიისთვის არ არის მომგებიანი, თუმცა საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება განაგრძობს სერვისის მიწოდებას; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი დადის ახკერპი–ოფრეთისა და შაუმიანი–წერაქვის მიმართულებით.
მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა და სისტემის გაუმჯობესების მცდელობებისა, დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება მგზავრთა გადაყვანის სერვისის სრულყოფილად მიწოდება, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აგრძელებს რიგ პრობლემატურ საკითხებზე მუშაობას.