საინფორმაციო შეხვედრა ტურიზმის საკითხებთან დაკავშირებით
20 აპრილს, მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
20 აპრილს, მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოგეხსენებათ, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია(Georgian farmers association) ქვემო ქართლში ახორციელებს USAID Zrda პროექტს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა: სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის ტურიზმის განვითარებისთვის გადამზადდნენ მენტორები მარნეულიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშორმლები, მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროების წარმომადგენლები, ფერმერები და თემით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მიმდინარეობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე მცირე პრეზენტაციით წარსდგა, რომელშიც ასახული იყო მარნეულში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები და ტურისტული პოტენციალი.