სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე
20 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, ასევე საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის, კიდევ უფრო მეტად, გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დაისახა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები.