მერია გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიებაზე მუშაობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგლეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალის გარემოვაჭრეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგლეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალის გარემოვაჭრეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ განუმარტა მერიის მიერ გარევაჭრობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, გააცნო ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვენელმა პირებმა განმარტეს, მერია აქტიურად მუშაობს, გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხზე. იმ შემთხვევაში თუ მოძიებული იქნა ალტერნატიული ფართი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობამდე გარემოვაჭრეები არ დაჯარიმდებიან. სხვა შემთხვევაში კი ისინი მიცემული ვადის ამოწურვის შემდგომ, დატოვებენ აღნიშნულ ტერიტორიას.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით 7 მარტს დაიწყო უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ჯიხურების, დახლების და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟისა და განთავსება ერთ–ერთი აქტუალური საკითხია. 7 მარტს კანონის შესაბამისად, მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა ცენტრალური საავმტომობილო გზის (მარნეული–სადახლო, კოსტავას ქუჩის გავლით) ნაპირებზე განთავსებული ზოგიერთი უსახური, კერძოდ კი მიტოვებული ნაგებობების დემონტაჟი. ამ დროისთვის განხორციელდა დაახლოებით 35 კონსტრუქციის დემონტაჟი, 8 ჯიხურის დემონტაჟი თავად მეპატრონების მხრიდან მოხდა, ხოლო ამ ეტაპისთვის მოქმედია 22 ჯიხური.