საქველმოქმედო ღონისძიება მარიამ ხეცურიანის დასახმარებლად
20 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, ქალაქ მარნეულის მე- 5 საჯარო სკოლის მოსწავლის, 17 წლის მარიამ ხეცურიანის დასახმარებლად, სპექტაკლის - „მედეა“ - საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლიდან შემოსული თანხა მარიამის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც დაუდგინდა მონოციტური ლეიკემია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიზნით საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
საქვემოქმედო საღამო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მე-5 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.