მერი თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიება 22 აპრილს, ქალაქ თბილისში ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, პარლამენტის დეპუტატები მარნეულიდან რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) თბილისის წარმომადგენლობის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას სტუმრის სტატუსით დაესწრო.
ღონისძიება 22 აპრილს, ქალაქ თბილისში ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, პარლამენტის დეპუტატები მარნეულიდან რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი და სხვა მოწვეული სტუმრები.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, ოფისის გახსნის მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
ცერემონიაზე ასევე დაანონსდა სამომავლო აქტივობები, რომელთა გახორციელებასაც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) საქართველოში გეგმავს.