მარნეულში გამწვანების აქცია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში, გამწვანების აქცია გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში, გამწვანების აქცია გაიმართა.
გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.
აქციის ფარგლებში, ახლადაშენებული სკოლის ეზოში დაირგო კვიპაროსის ნერგები, რომელიც მერიას, მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა საჩუქრად გადასცა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობას მარნეულის მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები, რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებიც იღებდნენ.
მარნეულის მერის თემურ აბაზოვის განცხადებით მუნიციპალიტეტში, მსგავსი აქტივობების მიზანია ბუნების დაცვა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია ყველა იმ ღონისძიების ორგანიზება და მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვასა და გარემოს გამწვანებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელომა პირებმა, ასევე დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა და გაესაუბრნენ მასწავლებლებს.