მარნეულის თეატრალური დასი ათენში გასტროლზე გაემგზავრა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრითან“ არსებული თეატრალური დასი - სპექტაკლით „მედეა VS ევრიპიდე“, ათენის ქართული ინსტიტუტის, განათლებისა და კულტურის ცენტრის “კავკასია“-სა და დიასპორული ორგანიზაციის მოწვევით გასტროლზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაემგზავრა, რომელიც 1–ელ მაისამდე გასტანს.

გასტროლი დაიგეგმა ქალაქ ათენში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების და „ქართული ლიტერატურისა და თეატრის დღეები“–ს ფარგლებში.
სპექტაკლის ჩვენება ერთ–ერთ პრესტიჟულ და ისტორიული თეატრის 400–კაციან დარბაზში მოხდება, ქართველი, ბერძენი და სხვა უცხოელი მაყურებლის თანდასწრებით.
ასევე, გაიმართება შეხვედრა განათლებისა და კულტურის ცენტრთან დაარსებული სასწავლო სტუდიების აღსაზრდელებთან, ბერძნულ –ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის მსმენელებთან და ათენის მრავალრიცხოვან დიასპორასთან.
შეხვედრაზე გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ და მისი თეატრალური დასის საქმიანობის პრეზენტაცია, ჩატარდება მცირე თეატრალიზებული წარმოდგენები და ღია მასტერ–კლასები, ასევე მოხდება სპექტაკლის „მედეა VS ევრიპიდე“–ს განხილვა და საუბრები ქართულ თეატრალურ ხელოვნებაზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლები ხელს შეუწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, წახალისებასა და ქართული თეატრის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პროექტი დაფინანსდა მარნეულის მუნიციპალიტეტისა „კულტურის ცენტრისა“ და ათენის ქართული ინსტიტუტის და განათლებისა და კულტურის ცენტრის “კავკასია“-ის მიერ.