მერი ადგილობრივ ხორცის მწარმოებლებს შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ადგილობრივ ხორცის მწარმოებლებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ადგილობრივ ხორცის მწარმოებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხორცის მწარმოებლებმა პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვეს და დახმარება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სთხოვეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის აუცილებელობაზე გაუმახვილეს ყურადღება.
მერმა, თემურ აბაზოვმა, ხორცის რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ, ცხოველების მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის მნიშვნელობა განმარტა და აღნიშნა, რომ ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია, რომლის დაცვაც აუცილებელია ყველა ხორც–პროდუქტების მწარმოებლებისთვის.