სიახლეები

სამუშაო შეხვედრა CENN–ის წარმომადგენლებთან

04 მაი, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის  საკონფერენციო დარბაზში პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის  საკონფერენციო დარბაზში პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტების გაცნობა, ქვემო ქართლის WaSH-ის არსებული მდგომარეობის შეფასების ანგარიშის წარდგენა,  განხილვა და ასევე, WaSH საბჭოს ჩამოყალიბება წარმოადგენდა, რომელიც ხელს შეუწყობს წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.

შეხვედრის მონაწილეებმა  იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე და  მათი მოგვარების გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მერიის ა(ა)იპ და შპს–ების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის და  მარნეულის სერვის ცენტრის მენეჯერები,  ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ე.წ. ელევატორის დასახლების მაცხოვრებლები, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები და თემით დაინტერესებული პირები.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)" „ხორციელდება CENN–ის მიერ, New World Program - ის ფარგლებში, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, წალკა, მარნეული და თეთრიწყარო) არსებული მრავალეთნიკური სოფლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და სანიტარიის დარღვეული ნორმების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებისადვოკატირება, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ახორციელებს CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ქალი და სამყარო“.  აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირების, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სტანდარტების დამკვიდრების და ადგილობრივ მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების გზით.

სხვა სიახლეები