სიახლეები

მარნეულის მერი პირველ ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობდა

07 მაი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა  თემურ აბაზოვმა, მიმდინარე წლის 5-6 მაისს, ქალაქ ახალციხეში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა  თემურ აბაზოვმა, მიმდინარე წლის 5-6 მაისს, ქალაქ ახალციხეში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმში.

ფორუმი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გახსნა. რის შემდეგაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა რეგიონული უთანაბრობა, როგორც გამოწვევა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე. ასევე, იტერმუნიციპალური კავშირების ფორმირებასა და გაძლიერებაზე.

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიური ფორუმის შექმნის იდეა ზაზა გაბუნიას ეკუთვნის. მისი მიზანი წელს მმართველობის დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლის საკითხების განხილვა იყო.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმის მეორე დღეს,   დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტის მიღწევებსა და გამოწვევებზე.

ადგილობრივ მიღწევებსა და გამოწვევებზე მოხსენებით, ასევე  წარსდგნენ ახალციხის,  ზუგდიდის, ბათუმისა და  გორის მერები.

სხვა სიახლეები