სიახლეები

მარნეულში „ფოტოგამოფენა საგანძური“-ს პრეზენტაცია გაიმართა

08 მაი, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი,  მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად,   კულტურის სახლში,    „ფოტოგამოფენა საგანძური“-ს პრეზენტაციას დაესწრო.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი,  მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად,   კულტურის სახლში,    „ფოტოგამოფენა საგანძური“-ს პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებდონენ  საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკარებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესბული პირები.

სტუმრებმა  გამოფენის ფარგლებში მოინახულეს  შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ექსპონატები - ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიები და მუზეუმის თანამშრომელების მიერ მოისმინეს თითოეული ექსპონატის შესახებ მცირე ინფორმაცია.

გამოფენა, წარმოდგენილია  საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში  - „ფოტოგამოფენა საგანძური", რომელიც 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა, მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და მიმდინარეობს დევიზით – „ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ!”

შექმნის დღიდან „საგანძურმა" უკვე იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და წარმატებით გაიარა აპრობაცია.   პროექტ "საგანძურის" მიზანია: ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის, წარმოჩინებია და დაცვისათვის ხელშეწყობა, ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, "საგანძურის" შედევრების შექმნისა და ისტორიის კვლევისათვის ხელშეწყობა.

ფოტოგამოფენა სრულად გადმოსცემს ქართული საგანძურის შედევრების მაღალმხატვრულ დონეს, ესთეტიკასა და შინაარსს. ფოტოგამოფენა შექმნილია საქართველოს რეგიონებში სამოგზაუროდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და სულიერი ძეგლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნით.

სხვა სიახლეები