მარნეულში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ქვემო ქართლის რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სამამულო ომის ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ, გამარჯვების თარიღი პირადად მიულოცეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.

მოგვიანებით კი, სოფელ სადახლოში, კაჩაგანსა და შაუმიანში მდებარე სამამულო ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.
9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მარნეულში, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 12 სამამულო ომის ვეტერანია, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით თითოეულ მათგანს, წელს, ფულადი ჯილდო- 250 ლარი ჩაერიცხათ.
„მინდა თითოეულ ვეტერანს მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე იუბილე. ვუსურვებ მათ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თითოეული მათგანით. ისინი უდავოდ გმირები არიან, რადგან მათ საკუთარი სიცოცხლისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან.
ასევე მინდა, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო საქართველოდან წასული იმ გმირების მიმართ, რომელთა საფლავებიც საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე დარჩა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნისა და უკვდავი სახელების წინაშე.“–განაცხადა თემურ აბაზოვმა.