მერი ჰეიდარ ალიევის 95 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 95 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 95 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსლან გაჯიევი, მაჰირ დარზიევი და სავალან მირზოევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ქალაქ თბილისსა და რუსთავში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს პრეზიდენტის ხსოვნას, რომლის შემდგომაც საცხოვრებელ კომლექს „დირსში“ ჰეიდარ ალიევის საპატივცემულოდ და მისი სულის უკვდავსაყოფად, სიმბოლურად 95 ხის ნერგი დარგეს.
დღეს გამართული ღონისძიებები საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.