სიახლეები

მარნეულის მუნინიპალიტეტი „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა

14 მაი, 2018

12 მაისს, მთაწმინდის პარკში რიგით მეცხრე „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის კომპანიები და მცირე საოჯახო მარნები, რომლებმაც მისულ სტუმრებს  2017 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგენეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალაზე მარნეულის მუნიციპალიტეტი  წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ღვინის მწარმოებლის „ელდარადოს“ პროდუქცია და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენა, მათ შორის უძველესი არქეოლოგიური ძეგლის იმირის გადაჭრილი გორის ფოტო მასალა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან იმართება, რომელიც უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი და გათამაშდა   ღვინის კასრები.

მუნიციპალიტეტის მოწვევით ღონისძიებას დაესწრნენ მარნეულში სამუშაო ვიზიტით მყოფი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები არქეოლოგიის მიმართულებით, რომლებიც ამ ეტაპზე აგრძელებენ არქეოლოგიურ გათხრებს იმირისა და შულავერის გორაზე.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს  „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ჩატარდა. მხარამჭერები კი ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია იყო. 

სხვა სიახლეები