პროექტის წყალმომარაგებისა და წყალარინების საჯარო განხილვა მარნეულში
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის;
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის; სოფელ კოდასა და დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის; ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და კომისიის თავმჯდომარეები, მერიის თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.
კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
აღნიშნული, პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.
ამჟამად არსებული სისტემები ამორტიზებული და არაეფექტურია, ვერ აკმაყოფილებს მზარდი მოსახლეობისა და ტურისტების მოთხოვნილებებს. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 27 000 მომხმარებელი მაღალი ხარისხის, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
აღნიშნული პროექტი, რომელსაც მარნეულელი მოსახლეობა დიდი ხანია ელის მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.