მერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
28 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა მიმართეს და დამსწრეეებს ამ დღის მნიშვნელობაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, თბილისში, ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შესახებ გამოაცხადა.