მარნეულში სტიქიის შედეგებს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების დათვლის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების დათვლის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარებს.
2 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფი სწავლობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი ხელმძღვანელობს.
დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიაში, სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც დაზარალებულ მოქალაქეებს, გააცნეს მერიის მიერ ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული გეგმა, ასევე იმსჯელეს დაზარალებული ოჯახებისთვის გასაწევი დახმარების შესახებ და არსებული სიტუაცია შეაჯამეს.
მოგახსენებთ, რომ სტიქიის შედგების (ზიანის) სალიკვიდაიო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლის მიზანია სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.