შეხვედრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში
5 ივნისს, ქალაქ თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
5 ივნისს, ქალაქ თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხევდრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს რეგიონის გუბერნატორები და მერები მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პლატფორმაში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და USIAD საქართველოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე და მის ეფექტრობაზე. ასევე, აღინიშნა რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია მეტი მუნიციპალიტეტის ჩართვა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში, რათა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით უზრუნველყოფილ იყოს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა და ინოვაციური შესაძლებლობების გამოყენება სერვისების მიწოდების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩართულმა მუნიციპალიტეტებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა იუსტიციის სამინიტროს ხელმძღვანელობით მუშაობს „ღია მმართველობა-საქართველოს“ რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მუშავდება სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციის გზით. დადგეგმილია საჯარო კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით.
OGP მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას; დღეისათვის, OGP-ში 70-ზე მეტი ქვეყანა იღებს 2500-ზე მეტ პასუხისმგებლობას, რომლებიც ასახულია ქვეყნების სამოქმედო გეგმაში; გასულ წელს საქართველო OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა; მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო, მე–5 გლობალურ OGP-ს ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს. დოკუმენტის შემუშავების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციების გზით მიმდინარეობს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა. 2014 წელს საქართველო პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს - პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) მხარდაჭერით გაიმართა.