სიახლეები

მორიგი სამუშაო შეხვედრა სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად

07 ივნ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2  ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის, სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფის,  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი უძღვებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2  ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის, სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფის,  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი უძღვებოდა.

სამუშაო ჯგუფმა  შეაჯამა ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა, გაწეული სამუშაოები და განსაზღვრა მომდევნო სამოქმედო ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ  სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად,  რომელიც მობილიზებული იყო ყველა ლოკაციაზე. ამ ეტაპისათვის „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ უკვე დასრულებულია ძირითადი გაწმენდითი  სამუშაოები, კერძოდ ჩატარებულია   საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ახლა კი უშუალოდ სამუშაოებს კვლავ აქტიურ რეჟიმში მარნეულის მუნციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და  შპს „სუფთა მარნეული“ გააგრძელებს, რომლის შემდგომაც დეტალურად დაითვლება ზარალი და   დაზარალებულ ოჯახებს გაეწევა შესაბამისი დახმარება.

შეგახსნებთ, რომ სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაიო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლის მიზანია სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.

აღსანიშნავია, რომ მერის ინიციატივით გაწმენდით სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთვება  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და  თანამშრომლები. 


სხვა სიახლეები