საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ზაურ ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშორომლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.
საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.
დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროექტებზე „დანერგე მომავალი“აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა; აგროდაზღვევა; პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები და სარგებელი მოსახლეობისათვის.
საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.