სიახლეები

მერი პროგრამა EPIC-ის პრეზენტაციას დაესწრო

12 ივნ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ქალაქ თბილისში,  პროგრამა „იძულებით გადაადგილებული პირების და მოწყვლადი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“-ის პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებას,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელები, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუველყოფის სააგენტოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა წარმოდგენილი  პროგრამა  EPIC- ის  მიზნები და განხორციელების ეტაპები.

შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით,  აღნიშნული პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით.

აღსანიშნავია, რომ EPIC ხორციელდება გერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, რომლის ხანგრძლივობა 22 თვეს მოიცავს.

სხვა სიახლეები