სიახლეები

არქეოლოგებმა იმირის გორაზე ახალი ექსპონატები აღმოაჩინეს

12 ივნ, 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა  გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან თემურ  აბაზოვთან ერთად, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე გასვლითი შეხვედრა გამართა, სადაც პირადად გაეცნენ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს.

არქეოლოგირ ძეგლზე ასევე იმყოფებოდნენ   ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არქეოლოგიური ჯგუფის წევრები და თემით დაინტერესებული პირები.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა კვლევის შედეგად ღვინის კიდევ ერთი ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.

ამ ეტაპზე ძეგლზე შესრულებული  სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის უძველესი მეღვინეობის და მევენახეობის ისტორიის შესახებ. ამჟამად სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, 12 ივნისიდან  კი დაიწყება მარტივი კონსერვაცია.

სხვა სიახლეები