მარნეულში იფთრის ვახშამი გაიმართა
11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ადგილობრივ მუსლიმებს, იფთარის სუფრით უმასპინძლა.
11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ადგილობრივ მუსლიმებს, იფთარის სუფრით უმასპინძლა.
იფთარზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები, როგორც სამთავრობო უწყებებიდან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან.
იფთარზე მიწვეულ სტუმრებს რამაზან ბაირამის დადგომა წინასწარ მიულოცეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა.
მოგახსენებთ, რომ რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. სწორედ, ამ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.