სიახლეები

მარნეულელი ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო

19 ივნ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და სსიპ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მიმდინარე წლის 16 ივნისს , გასვლითი შემეცნებითი ტური გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და სსიპ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მიმდინარე წლის 16 ივნისს , გასვლითი შემეცნებითი ტური გაიმართა.

ტურის ფარგლებში, მარნეულელი ახალგაზრდები, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინანდალში არსებულ ღვინის კომპანია „შუმი“-ს ესტუმრნენ, სადაც მოეწყო მცირე ექსკურსი კომპანიის შესახებ, ასევე მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანიის სარდაფები და ინვენტარი. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა საინფორმაციო ლექცია ღვინის თემატიკაზეც.

აღსანიშნავია, რომ ტურის მიზანს, ახალგაზრდებში ღვინის პოპულარიზაცია და ქართული ღვინის კულტურის შემეცნება წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები