მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები „ათეა“-ს სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის სემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, 28 ივნისს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა), პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართულ, პირველი ოფიციალურ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის სემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, 28 ივნისს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა), პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართულ, პირველი ოფიციალურ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.
დავით მელუამ ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დოკუმენტის თანახმად, N4ED პროექტი ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში იმუშავებს.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს.
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.