სიახლეები

საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ

20 ივნ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მარნეილისა და თეთრიწყაროს მოსახლეობისათვის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მარნეილისა და თეთრიწყაროს მოსახლეობისათვის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშორომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მათთვის საინტერესო თემებზე. აღნიშნულ თემებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგნლებმა ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სხვა სიახლეები