სიახლეები

კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დასრულდა

22 ივნ, 2018

მარნეულში საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დღეს დასრულდა.

მარნეულში საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დღეს დასრულდა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა საბაჟო საკითხებს (ექსპორტი-იმპორტის), საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მოგების გადასახადს ეხებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები.
 
აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა სიახლეები