სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობის სამოქმედო გეგმის შესახებ

16 დეკ, 2015

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგეობას,  მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR)  წარმომადგენლები ესტუმრნენ.  

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგეობას,  მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR)  წარმომადგენლები ესტუმრნენ.  

შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. 
შეხვედრას  უძღვებოდნენ  მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი  ნატალია ჯალიაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი  სამხრეთ კავკასიაში  ვლადიმერ შკოლნიკოვი და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი  ბესარიონ  ბოხაშვილი.
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში მოხდა   საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც გათვალისწინებული იქნება  ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში. შეხვედრების მსვლელობის  ფარგლებში გაიმართა   დისკუსია იმ პრობლემური საკითხების ირგვლივ, რომელიც დამახასიათებელი იყო  კონკრეტული  რეგიონებისათვის.  
შეხვედრას ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგეობის თანაშრომლები, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესბული პირები.
მოცემული საინფორმაციო კამპანიები წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციას, რომელიც მისიამ თებერვლის თვეში გასცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით. ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ მოცემული ეტაპისათვის საინფორმაციო კამპანიები ჩაატარა, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.  
აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით(OHCHR).

სხვა სიახლეები