სამუშაო შეხვედრა ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონთან დაკავშირებით
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2018 წლის ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონზე, თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის აღების გადამუშავებისა და შენახვის პერიოდში ხანძრების პრევენციის საკითხზე სამუშაო თათბირი გაიმართა.

თათბირს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის თანამშრომლები, ადგილობრივი ფერმერები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.
სამუშაო შეხვედრაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას, ზაფხულის სეზონზე სახანძრო უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები და მოსავლის აღებაში მონაწილე პირებისთვის შემუშავებული ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი გააცნეს.
ხანძარსაწინააღმდეგო რეკომენდაციებისა და ინსტრუქტაჟის შესახებ საინფორმაციო კამპანია მარნეულში, მომავალშიც გაგრძელდება.