გდანსკის ბიზნეს კვირეულში მარნეულიდან ორი ახალგაზრდა გაემგზავრება
პოლონეთში, 15–20 ივლისს, გდანსკის ბიზნეს კვირეულში მონაწილეობას მარნეულიდან ორი ახალგაზრდა – ანი ნოზაძე და ლაიდა ქარიმოვა მიიღებენ. ახალგაზრდები, მარნეულის მერიამ კონკურის წესით შეარჩია.
პოლონეთში, 15–20 ივლისს, გდანსკის ბიზნეს კვირეულში მონაწილეობას მარნეულიდან ორი ახალგაზრდა – ანი ნოზაძე და ლაიდა ქარიმოვა მიიღებენ. ახალგაზრდები, მარნეულის მერიამ კონკურის წესით შეარჩია.
პოლონეთში გამგზავრებამდე, ბიზნეს კვირეულის მონაწილეებს და მის მშობლებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე შეხვდნენ. მათ ახალაგაზრდებს მიულოცეს კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ შერჩუელი კანდიდატები ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე, ისინი აქტიურად არიან მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულნი. ორივე მათგანი მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდის ,,Red Carpet”-ის წევრები არიან.
ბიზნეს კვირეულში მოსწავლეების მონაწილეობა მარნეულის მერიასა და პოლონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს.
კვირეული პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. გდანსკის ბიზნეს კვირეული საზაფხულო ბანაკია, ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწად, რომელსაც ატარებს ქ. გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“, „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად. ასევე, გდანსკის ბიზნეს კვირეული ხორციელდება ბიზნეს ინკუბატორ “Starter”-ის მიერ, რომელსაც უძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიების პოლონელი და ამერიკელი მენეჯერები, როგორიცაა: Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ.
2018 წელს, ბიზნეს კვირეულის საზაფხულო ბანაკი 100 ახალგაზრდა მონაწილით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც 15–20 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკის პომორსკის მხარეში გაიმართება.
„გდანსკის ბიზნეს კვირეული“ არის უნიკალური ღონისძიება, რომელსაც პოლონეთში, ქალაქ გდანსკში ორგანიზებას უწევენ 2011 წლიდან „ვაშინგტონის ბიზნეს კვირეულთან“ და მრავალ სხვა პარტნიორთან თანამშრომლობით.