სიახლეები

მერიაში გარემოს დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 ივლ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა, „ორქისმა“ ჩაატარა შეხვედრა, თემაზე - „ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა“.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა, „ორქისმა“ ჩაატარა შეხვედრა, თემაზე - „ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „ორქისის“-სა და საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.

აღნიშნული შეხვედრა, პროექტს „დავასუფთავოთ საქართველო (III ფაზა)“-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვასთან გაკავშირებით.

სხვა სიახლეები