სიახლეები

მარნეულში ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეობა აიკრძალება

18 ივლ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

არასწორი შენახვის პირობები, სანიტარული ნორმების დაუცველობა–ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, ქუჩებში გასაყიდად გამოტანილი სურსათის უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას.

მერია გარე მოვაჭრეებს, საკუთარი საქმიანობის წარმართვას, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებულ ფართში სთავაზობს სადაც უზრუნველყოფილია სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მიუხედავად, გარემოვაჭრეების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ და გადაენაცვლებინათ ალტერნატიულ ფართში, პრობლემა კვლავ აქტუალურია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ბაზრის ტერიტორიაზე, იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრთან რუსლან გაჯიევთან ერთად. სადაც ასევე, იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ განუმარტეს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების შესახებ და კვლავ მოუწოდეს ალტერნატიული ფართის სარგებლობის თაობაზე.

სხვა სიახლეები