სიახლეები

მერიაში თამარისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაზე იმსჯელეს

23 ივლ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფელ თამარისში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფელ თამარისში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც იმსჯელეს თამარისის ისტორიულ ცენტრში გამავალ ქუჩაზე ტრაუბენბერგის სახელის დარქმევის საკითხზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ისტორიულ ნაწილში,გერმანელი პარტნიორების დახმარებით, გერმანული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას, რომელიც შეიძენს საზოგადოებრივ ფუნქციას და სასარგებლო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მხარეებმა, სოფელ თამარისის ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით სამომავლოდ, კოორდინირებულ რეჟიმში განსახორციელებელი აქტივობები მიმოიხილეს და აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციები .

სხვა სიახლეები