სიახლეები

მარნეულში ახალი ჭაბურღილი და სატუმბი სადგური გაიხსნა

24 ივლ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრუდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრუდა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი, რამდენიმე დღეა ექსპლუატაციაში შევიდა. იგი, დიდ მასშტაბებზეა გათვლილი და სასმელი წყლით 17 სოფელს მოამარაგებს. ჯამში აღნიშნული პროექტით ისარგებლებს 2 533 აბონენტი ( სულადობა 8 612).

დასრულებული მასშტაბური პროექტი, დღეს მხარის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით გადაიჭრა წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რგპფ) თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 506 949 ლარს შეადგენდა.

სხვა სიახლეები