საზაფხულო სკოლა ,,ხოჯორნელი ვარსკვლავები’’-ის ღონისძიება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სოფელ ხოჯორნში, საზაფხულო სკოლის ,,ხოჯორნელი ვარსკვლავები’’-ის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა, პროექტის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება''-ის ფარგლებში,ხოჯორნის საჯარო სკოლაში, ერთი თვე ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსწავლეების სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩართულობას მოიცავდა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე, საზაფხულო სკოლის მსმენელები, ქართული ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მოწვევისთვის, სკოლის წარმატებით დახურვა მიულოცეს და მუნიციპალიტეტის სახელით, მსგავსი აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.