სიახლეები

მარნეული დმანისობის დღესასწაულზე პავილიონით წარსდგა

26 ივლ, 2018

დღეს, დმანისობის დღესასწაულზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ტრადიციულად, მრავალფეროვანი პავილიონი წარმოადგინა, სადაც გამოფენილი იყო მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო - მასალა, ასევე სოფელ შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ხელოვნების ნიმუშები.

აღსანიშნავია, რომ დმანისში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სახალხო დღესასწაულში, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები როგორც ქართული, ასევე საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულოდან. ასევე, გაიმართა სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. ხოლო მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჭადრაკის, ნარდისა და მაგიდის ტენისის ტურნირებში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პავილიონები ქვემო ქართლის გუბერნიის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად დაათვალიერეს და იქ შეკრებილ მოქალაქეებს „დმანისობის“ დღესასწაული მიულოცეს.

სხვა სიახლეები